როგორია შახტაში დაშვებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2018.07.16 13:55:19
როგორია შახტაში დაშვებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მინდელის შახტში დაშავებული 1 მუშა თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

 საავადმყოფოში კიდევ 3 პაციენტს ელოდებიან.

 

ადგილზე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. პირველადი ინფორმაციით დაშავებულებს აღენიშნებათ, როგორც მეორე და მესამე კატეგორიის, ასევე ზედა სასუნთქი გზების დამწვრობა.

 

როგორც დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცახდა, სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.

 

ტყიბულის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

 

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.