16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

2018.07.16 13:49:04
16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

 ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 

პრემიერიმინსტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

მამუკა ბახტაძემ შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოსცა. 

 

მთავრობის ადმინისტაციის ცნობით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება. 

 

მანამდე ბახტაძემ განაცხადა, სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.

 

ტყიბულის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

 

ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.