ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას, სამი ადამიანი ემსხვერპლა, აქედან ორი ჩვილია

2018.07.14 20:51:55
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას, სამი ადამიანი ემსხვერპლა, აქედან ორი ჩვილია

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ორი ჩვილი.

ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო პუნქტში არიან გადაყვანილი.

 

გამოძიება ფაქტზე 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითაა დაწყებული, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე