ამინდის პროგნოზი

2018.07.12 13:41:14
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ისევ +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ +35, +40 გრადუსამდე დაცხება.

 

 

თბილისში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 ივლისს +40 გრადუსია მოსალოდნელი.