ქუთაისში პური უფასოა

2018.07.11 15:33:07
ქუთაისში პური უფასოა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას #41 ნომერში არსებულ მარკეტში, პური უფასოდ რიგდება.

 

როგორც გამყიდველი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, საკრებულოს დეპუტატმა, მერაბ კვიცარიძემ გარკვეული თანხა 50 თეთრიანი პურის მყიდველთა მსურველებისთვის გადაიხადა.

როგორც კვიცარიძე ამბობს, მსგავს აქციებს კიდევ გეგმავს.

"ეს არ არის პირველი აქცია, მანამდეც გავაკეთე და კიდევ ვაპირებ მცირედი წვლილი შევიტანო ადამიანების კეთილდღეობისთვის. დღეს, ხარებავაზე, ერთ-ერთ მარკეტში გადავწყვიტე მოსახლეობისთვის პური შემეძინა. გამყიდველს ვკითხე რა რაოდენობის პური იყიდებოდა საშუალოდ და შესაბამისი თანხა გადავიხადე", - განმარტავს მერაბ კვიცარიძე.

ამ დროისთვის უფასო აქციით 30-მდე ადამიანმა ისარგებლა. კვიცარიძის თქმით, შემდეგი აქცია უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება.