"მახო, გემუდარები, სიმართლე თქვი, შვილო..."

2018.07.11 15:25:47
"მახო, გემუდარები, სიმართლე თქვი, შვილო..."

მახო, გემუდარები, სიმართლე თქვი, შვილო, – ასე მიმართა ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის დედამ, მარიამ მარტიაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მალხაზ კობაურს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

 

„მახო, გემუდარები, სიმართლე თქვი, შვილო. სიმართლე თქვი, მარტო ამას გთხოვ“, – მიმართა მარიამ მარტიაშვილმა შვილს.

 

 

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულმა, მალხაზ კობაურმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები და მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს.

 

 

19 წლის მწყემსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი, პატიმრობას მოითხოვს. 19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.