რას საქმიანობდნენ ლორა და რაიან სმიტები მარნეულში

2018.07.09 11:39:07
რას საქმიანობდნენ ლორა და რაიან სმიტები მარნეულში

რას საქმიანობდნენ ლორა და რაიან სმიტები მარნეულში?

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სმიტების ოჯახი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს და რამდენიმე ხნის წინ, რაიან სმიტს მუნიციპალიტეტისთვის საბავშვო სკვერის პროექტთან დაკავშირებით წერილობით მიუმართავს.

 

ინტერნეტში რამდენიმე ინფორმაცია იძებნება რაიანის ამ ინიციატვის თაობაზე. მაგალითად, 14 ივნისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულა მარნეულში პირველი პარკის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც დამსწრეებისთვის თავად ინიციატორს რაიან სმიტმს გაუცვნია.

 

 

რაიანი თურმე წელიწადზე მეტ ხანია იბრძოდა მარნეულში პარკის მოწყობითვის, ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებდა.

რამდენიმე თვეა, მან სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" კამპანია „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.

 

 

ცნობისთვის, ლორა და რაიან სმიტები, დუშეთში, ხადას ხეობაში გარდაცვლილები იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ მათ 4 წლის შვილს.