ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

2018.07.09 11:30:07
ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ხადას ხეობაში რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.

 

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს დუშეთის გამგებელმა ზურაბ სეხნიაშვილმა დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, მცირეწლოვანის ცხედარი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

როგორც სეხნიაშვილმა განაცხადა, ადგილი სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, შესაბამის სამსახურებს სავარაუდო დამნაშავემ მიუთითა, რომელიც მისი ინფორმაციით, დაკავებულია.