უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.07.09 11:23:42
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიიონში დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

 

ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება. 10 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით კი უნალექო ამინდი და +40 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

 

დედაქალაქ თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, 10 ივლისს +38 გრადუსსა და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 11 ივლისს ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, ხოლო 12 ივლისს ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს.

 

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს უმეტესად უნალექო ამინდასა და +36 გრადუსს ვარაუდობენ, 10 ივლისს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელლია წვიმა, ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, +34 გრადუსი და ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი 11 ივლისს, +38 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა 12 ივლისს.