მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

2018.07.02 13:31:04
მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის კაცია, რომელიც მტკვარში ბანაობისას 25 ივნისს გაუჩინარდა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შვიდი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.