გომბორზე ავარიისას გარდაცვლილი მოსწავლის დედა თბილისში გადმოჰყავთ

2018.06.09 15:36:51
გომბორზე ავარიისას გარდაცვლილი მოსწავლის დედა თბილისში გადმოჰყავთ

თბილისიდან კახეთში ექსკურსიაზე მიმავალი სამარშრუტოს, ხევში გადავარდის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებულის თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

 

როგორც "პირველისთვის" გახდა ცნობილი აღნიშნული პაციენტი გარდაცვლილი მოსწავლის დედაა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც გომბორის უღელტეხილზე მოხდა 4 ადამიანი ემსხვერპლა.16 კი დაშავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გომბორზე ავარიაში თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები მოყვნენ.