ზაზა სარალიძის აზრით, მირზა სუბელიანსა და შსს-ს შორის მოლაპარაკებები შედგა

2018.06.08 12:39:00
ზაზა სარალიძის აზრით, მირზა სუბელიანსა და შსს-ს შორის მოლაპარაკებები შედგა

სარალიძე ფიქრობს, რომ შს სამინისტროში სუბელიანთან გამოკითხვის ნაცვლად, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

 

„თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ 9 საათი სჭირდებოდა ამ კაცის დაკითხვას?...არ მგონია დასაკითხად ყოფილიყო“- თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვას ეხმაურება.

 

მოკლული მოზარდის მამა დამნაშავეების დასჯას კიდევ ერთხელ ითხოვს და ამბობს, რომ თუკი მის მიერ ჩამოთვლილ კონკრეტულ პირებს პასუხისგებაში არ მისცემენ, აქციები გაგრძელდება.

 

„ალბათ, მოლაპარაკება მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, დაეკავებინათ თუ არა. 9 საათი და 10 საათი მისი დაკითხვა. საერთოდ, პირველი დაკითხვა არის ხანგრძლივი, შემდეგ დაკითხვებზე არის ინფორმაციის დაზუსტება... ჩემი გეგმები ცნობილია, 10 ივნისამდე მივეცი ვადა. კონკრეტული პირები ჩამოვუთვალე, რომელთა დაკავების ყველა საფუძველი გააჩნიათ. თუ არ დააკავებენ გაგრძელდება აქციები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით,“- აცხადებს სარალიძე.