ტყიბულში მეხი საცხოვრებელ სახლს დაეცა

2018.05.17 12:00:26
ტყიბულში მეხი საცხოვრებელ სახლს დაეცა

ტყიბულში მეხის დაცემამ საცხოვრებელი სახლში ხანძარი გამოიწვია.

 

 

ტყიბულში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სახლს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევა ცირეკიძის ქუჩაზე მოხდა.

 

თვითმხილველების თქმით, ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო, ამის შემდეგ კი მეხი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა, რომელშიც არავინ იმყოფებოდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს.

 

"პირველს" ტყიბულის მერიაში განუცხადეს, რომ ადგილზე მუნიიცპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ლომთაძე იმყოფებოდა და ისინი დაზარალებულ ოჯახს დაეხმარებიან.