შაქარი იაფდება

2018.05.16 13:20:47
შაქარი იაფდება

შაქარი შესაძლოა, 1 ლარამდე გაიაფდეს.

ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციაა. საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფების პროცესი უკვე თვეობით გრძელდება და ამჟამად 10-წლიან მინიმუმზეა.

იმპორტიორები ფიქრობენ, რომ საქართველოში ფასი კიდევ უფრო დაიკლებს. ამჟამად მაღაზიებში შაქარი დაახლოებით 1,10-1,20 ლარად იყიდება.