რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა

2018.05.16 11:43:51
რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა

რუსთავში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. ინფორმაციას „ინფორუსთავი" ავრცელებს.

 

შემთხვევა ქუთაისის ქუჩაზე მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის გამო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა საკუთარი კოლეგა დააჯარიმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 125-ე მუხლის მეათე ნაწილით.