საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

2018.05.15 12:05:26
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 15 მაისიდან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწაა. პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას.