"ჩვენ არ ვაპირებთ დათმობაზე წასვლას"

2018.05.14 14:57:30
"ჩვენ არ ვაპირებთ დათმობაზე წასვლას"

ჩვენ არ ვაპირებთ დათმობაზე წასვლას.

 

ჩვენი გუშინდელი დროებითი დაშლა იყო ფაქტობრივად კომპრომისი, თუმცა საჭირო კომპრომისი და დანარჩენი უკვე ერთად შეთანხმდება, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენთვის პრინციპული არის საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები, შესაბამისად ჩვენთვის პრინციპული საკითხი იყო ის, რომ ფორმატის განსაზღვრაზე ჩვენ აგვეღო პასუხისმგებლობა და ინიციატივა, ამაზე მინისტრი დაგვთანხმდა. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობაზე წასვლას, ჩვენი გუშინდელი დროებითი დაშლა იყო ფაქტობრივად კომპრომისი, თუმცა საჭირო კომპრომისი და დანარჩენი უკვე ერთად შეთანხმდება.

 

ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურითმოთრეულ მიზეზზე, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა“, -განაცხადა წიქარიშვილმა.