რა ხდება რიკოთის გვირაბში

2018.05.14 12:17:48
რა ხდება რიკოთის გვირაბში

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდა.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკვამლიანების გამო რიკოთის გვირაბში მოძრაობა 20 წუთით შეიზღუდა.

რიკოთის გვირაბში მოძრაობისას, გაუმართავი ავტობუსის მიზეზით გამოწვეული დაკვამლიანების გამო, ხილვადობა ძალიან დაბალი იყო და უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 20 წუთით შეჩერდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურმა, შემდგომი რეაგირებისთვის ფაქტის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს აცნობა.

ამ ეტაპზე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში პრობლემა აღმოფხვრილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოუწოდებს მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით.