ამინდის პროგნოზი

2018.05.14 11:57:50
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა 14 მაისს 2 – 3 გრადუსით მოიმატებს და +24 გრადუსამდე დათბება.

 

დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.