ნარკორეალიზაციისთვის დაკავებულ 5 ადამიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

2018.05.12 21:54:40
ნარკორეალიზაციისთვის დაკავებულ 5 ადამიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

თბილისის კლუბებსა და რამდენიმე უბანში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა ნაწილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. 

 

მათ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 5-ე და 6-ე ნაწილებით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

 

აღნიშნული ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს. წარდგენილი ბრალი 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ნინო ლალიაშვილი აცხადებს, რომ ბრალი ამ დროისთვის 5 დაკავებულს წარედგინა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ის სამართალდამცველებმა დიღმის ტერიტორიაზე დააკავეს.

 

დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია გვიან ღამით ჩატარებულ სპეცოპრაცაიას უკავშირდება, რომელიც კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.