საგარეჯოში 39 წლის კაცი ადუღებულ ფისში ჩავარდა

2018.05.11 15:50:04
საგარეჯოში 39 წლის კაცი ადუღებულ ფისში ჩავარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ირანის მოქალაქე, 39 წლის კაცი ადუღებულ ფისში ჩავარდა. შემთხვევა სოფელ ხაშმში იმ დროს მოხდა, როცა ის კუთვნილ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოს ათვალიერებდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ფისით სავსე კასრში თავით გადავარდა.

 

 

დაშავებულს პირველი დახმარება საგარეჯოს საავადმყოფოში გაეწია, რის შემდეგაც უკვე თბილისში, კატასტროფის ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში მოათავსა.

 

 

ექიმების თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა ძირითადად, სახის არესა და მხრებზე აქვს მიყენებული.

 

 

მომხდარ ფაქტზე მოკვლევა სამართალდამცავებმა დაიწყეს.