სადარბაზოში ქალს საფულე გასტაცეს

2018.05.11 15:34:21
სადარბაზოში ქალს საფულე გასტაცეს

ზუგდიდში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ქალს საფულე გასტაცეს. არსებული ინფორმაციით, მას თავს კაცი დაესხა და საფულე წაართვა, რომელშიც 2000-მდე ლარი ჰქონდა.

 

შს სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება 178-ე ძარცვის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ორიდან სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე. უწყებაში აცხადებენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.