რომელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ სექტემბერში წიგნებს უფსოდ

2018.05.11 12:15:28
რომელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ სექტემბერში წიგნებს უფსოდ

2018-2019 სასწავლო წელს სასკოლო სახელმძღვანელოებს საჩუქრად 1-6 კლასის დაახლოებით 290 ათასი მოსწავლე მიიღებს- ამის შესახებ edu.aris.ge-ი წერს.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, ტენდერი გამოცხადდება დაახლოებით 2 მლნ-დან 2.200 მილიონამდე წიგნსა და 800 ათასიდან მილიონამდე რვეულზე. ამისთვის კი ჯამში 7 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

 

ახალი სასწავლო წელი 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (შაბათს) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 17 სექტემბერს უნდა დაიწყოს. 

 

ამ ეტაპზე კი პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.