ევროვიზიის ფინალში ჯგუფი „ირიაო“ ვერ გავიდა

2018.05.11 12:02:15
ევროვიზიის ფინალში  ჯგუფი „ირიაო“ ვერ გავიდა

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალის შედეგებით, ფინალში გავიდნენ შემდეგი ქვეყნები: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია, ჰოლანდია. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვიდა, თუმცა ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. „ირიაომ“ შეასრულა სიმღერა - „შენი გულისთვის“.

 

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია. საქართველოში კონკურსი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 

 

„ევროვიზია 2018“-ის ფინალი, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება, 12 მაისს გაიმართება.