სოფელ აწყურში ხეები გახმა

2018.05.11 11:47:21
სოფელ აწყურში ხეები გახმა

ახალციხეში, სოფელ აწყურში, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით, 60 წლის წინ გაშენებულ ხელოვნურ ტყეში ფიჭვის ხეები ხმება. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ წერს.

 

სოფელ აწყურთან ახლოს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის ფერდობზე გაყვითლებული ფიჭვის ხეები ადგილობრივებმა პირველად გასულ წელს შენიშნეს. მათი თქმით, წელს გამხმარი ხეების რაოდენობამ იმატა.

 

ტყეში წელს გახმარი ხეების რაოდენობამ რომ იმატა, ამაზე აწყურში მერის წარმომადგენლი ალექსი ლაბაძეც საუბრობს: „წვერი თუ გაუხმა წიწვოვან ხეს, ის მერე მთლიანადაც ხმება. ეგ ტერიტორია სატყეოს ეკუთვნის, ალბათ მიზეზს იქ უკეთ გეტყვიან“.

 

„რამდენიმე დღეში სპეციალისტების ჯგუფს გამოვგზავნით და შეიწავლიან ვითარებას. მანამდე ხეების ხმობის მიზეზებზე საუბარი გაგვიჭირდება“ - ამბობენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.