ამინდის პროგნოზი

2018.05.11 11:36:40
ამინდის პროგნოზი

დღეს და ხვალ საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

 

 

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

 

 

ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.