ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი კვამლით არის ინტოქსირებული

2018.05.11 11:28:30
ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი კვამლით არის ინტოქსირებული

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 65 წლის მამაკაცი დაიღუპა, კვამლით ინტოქსიკაცია კი ორმა ქალბატონმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო.

 

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

​სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაციაც. 

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი.

 

 

ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.