სინოპტიკოსები წყალდიდობას პროგნოზირებენ

2018.05.10 13:55:27
სინოპტიკოსები წყალდიდობას პროგნოზირებენ

ამის შესახებ სააგენტო "პირველი" წერს.

 

საქართველოს ტერიტორიაზე 13 მაისამდე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი წვიმა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.