მეუღლის ცემისთვის კაცს 6 -თვიანი პატიმრობა მიესაჯა

2018.05.10 12:44:24
მეუღლის ცემისთვის კაცს  6 -თვიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, მოსამართლემ გაიზიარა საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 23 იანვარს ი.ჩ.-მ მეუღლეს - ლ.ქ.-ს ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა მიყენებული დაზიანებებისგან გონება დაკარგა, თუმცა ი.ჩ. მაინც აგრძელებდა მის ცემას. ი.ჩ.-ს დანაშაულებრივი ქმედებით, ლ.ქ.-ს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა.