გორში შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს!

2018.05.08 11:52:28
გორში შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს!

ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს.

 

 

გორის რაიონის სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

 

როგორც „პირველ არხს“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციის კაპიტანს, 43 წლის ნ.ბ-ს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.