ამინდის პროგნოზი

2018.05.08 10:38:46
ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები დღეს ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 მაისს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

 

ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.