SOS! რუსთავში გაზგასამართი სადგური დაიწვა

2018.05.07 13:04:20
SOS! რუსთავში გაზგასამართი სადგური დაიწვა

გაზგასამართი სადგური დაიწვა რუსთავში!

 

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე გაზგასამართ სადგურზე, ხანძარი გაჩნდა, რის გამოც სადგურის შენობის ის ნაწილი დაიწვა, სადაც საკომპრესორო იყო განთავსებული.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.

 

მომხდარის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყება.