მსოფლიო რბენის მონაწილეებმა ბუნება დაანაგვიანეს კახეთში

2018.05.07 12:19:32
მსოფლიო რბენის მონაწილეებმა ბუნება დაანაგვიანეს კახეთში

საქველმოქმედო მარათონი – „Wings for Life მსოფლიო რბენა 2018“ წელს კახეთში გაიმართა.

საქართველოში 7000 მონაწილე დარეგისტრირდა. მარათონის მიზანია, ღონისძიებიდან შესული თანხა სრულად გადარიცხოს wings for life-ის ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. 

 

თუმცა, ამ მარათონის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა  სურათები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დააბინძურეს გარემო, მარათონის მონაწილეებმა.