ამინდის პროგნოზი

2018.05.07 11:42:52
ამინდის პროგნოზი

დღეს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომლის ფონზე ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, მთაში +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

 

 

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

 

 

ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.