ქვემო ფონიჭალაში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

2018.04.17 12:05:34
ქვემო ფონიჭალაში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ქვემო ფონიჭალაში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავტომობილის მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.