17 აპრილის ამინდის პროგნოზი

2018.04.17 11:31:40
17 აპრილის ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს?

 

დღეს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამის საათებში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

 

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

 

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

 

თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 დაფიქსირდება.