თვითმკვლელობის მცდელობა სანადირო თოფით

2018.04.16 12:28:48
თვითმკვლელობის მცდელობა სანადირო თოფით

ოზურგეთში კაცმა სანადირო თოფით თვითმკვლელობა სცადა.

 

ოზურგეთში შუახნის კაცმა თვითმკვლელობის მიზნით, სანადირო თოფით დაზიანებები მიიყენა. მას ოპერაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მომხდარის მიზეზების დასადგენად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.