ამინდის პროგნოზი

2018.04.16 12:05:23
ამინდის პროგნოზი

 აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა +10+15 გრადუსი იქნება.

ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

დასავლეთ საქართველოში კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17+22 გრადუსი იქნება.

17 აპრილიდან - 18 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +21+ 26 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა საღამოსა და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტენპერატურა კი, +17+ 22 გრადუსი იქნება.

19 აპრილის დღის ბოლოდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიკლეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს, უნელექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11+13 გრადუსი იქნება.

17 აპრილიდან ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს +18+19 გრადუსამდე