ამინდის პროგნოზი

2018.04.13 12:34:29
ამინდის პროგნოზი

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

 

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი.

 

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.