როდემდე შენარჩუნდება მზიანი ამინდი?

2018.04.11 11:34:19
როდემდე შენარჩუნდება მზიანი ამინდი?

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

დღეს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი,ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

დასავლეთ საქართველოს ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +23, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.