უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.04.09 11:01:55
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

დღეს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +18, +23 გრადუსის ფარგლებში.

 

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.