რუსთავის თეატრი და მერია კონკურს აცხადებს

2018.04.04 15:25:02
რუსთავის თეატრი და მერია კონკურს აცხადებს

ქალაქ რუსთავის მერია და პროფესიული დრამატული თეატრი დრამატურგთა კონკურსს იწყებს. 

 

კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ პიესა, რომელიც ქართული ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეებს ასახავს. ამის შესახებ 1tv წერს.

 

საუკეთესო პიესას კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომელშიც ცნობილი დრამატურგები და რეჟისორები შევლენ. მათ შორის იქნებიან თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე.

 

საუკეთესო პიესის ავტორი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება და მისი პიესა რუსთავის თეატრის სცენაზე დაიდგმება. სპექტაკლში რუსთავის დასის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.