გასაჯაროვდა ობიექტების სია, სადაც ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა

2018.04.04 12:54:36
გასაჯაროვდა ობიექტების სია, სადაც ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს.

 

7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ისე - ვირის ხორცი.  მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ.