უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.04.04 11:54:02
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით გამოიდარებს, ზოგან ნალექი შეწყდება, თუმცა იქროლებს ძლიერი ქარი.

 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

 

დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.