რუსთავში 2 ახალგაზრდა დაჭრეს!

2018.04.03 13:14:10
რუსთავში 2 ახალგაზრდა დაჭრეს!

ინფორმაციას  ინფო რუსთავი ავრცელებს.

 

რუსთავში ჩხუბის დროს 2 ბიჭი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით XVII მიკრო-რაიონში ერთერთი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ჩხუბი მოხდა, რა დროსაც 2 პირი დაჭრეს.

 

"რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ურტყავდა გამეტებით, ყვიროდნენ დაჭრილიაო, სასწრაფომ წაიყვანა 1 ბიჭი თუმცა სავარაუდოდ დაჭრილი უფრო მეტი იქნებოდა" - ამბობს თვითმხილველი.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. 1 კაცი რომელიც გულმკერდის არეში იყო დაჭრილი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა.

 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით კლინიკაში მისულმა დაჭრილმა ადგილზე ის პირი ნახა, ვისთანაც კამათი მოუვიდა, მათ შორის კიდევ მოხდა დაპირისპირება თუმცა კლინიკის დაცვამ და პოლიციამ ვითარება გაანეიტრალა.