უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.04.02 11:12:41
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

ზემო იმერეთში, კოლხეთში, შიდა ქართლში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +20 +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართელოში +16 +21 გრადუსია მოსალოდნელი.

 

თბილისში დღეს უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით ღრბულიანობა მოიმატებს, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება.

 

3-4 აპრილს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ჩრდილო დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნიტიო ჰაერით.

 

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ ნაწილში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულებით ქარი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +10+15, აღმოსავლეთ საქართველოში +9+14 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში +15+17 გრადუსი იქნება.

 

5 აპრილს საქართველოში გამოიდარებს. უნალექო თბილი ამინდებია მოსალოდნელი 6-7-8 აპრილს, ჰაერი +26+28 გრადუსამდე გათბება. სანაპირო ზოლზე კი +23+25 გრადუსია მოსალოდნელი.

 

თბილისში 6-7-8 აპრილს ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექო ამიდნი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +18+22 გრადუსია მოსალოდნელი.