2 -9 აპრილს რუსთავში ტრანსპორტი სპეციალური მარშრუტით იმოძრავებს

2018.03.31 19:39:34
2 -9 აპრილს რუსთავში ტრანსპორტი სპეციალური მარშრუტით იმოძრავებს

2 -9 აპრილს რუსთავში ავტობუსები სპეციალური მარშრუტით იმოძრავებენ.

 

რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში 2 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოს მიმართულებით, სპეციალური გრაფიკითა და მარშრუტით იმოძრავებს.

 

2-დან 7 აპრილის ჩათვლით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი, რუსთავის სასაფლაოს მიმართულებით, 09:00-დან 18:00 საათამდე იმოძრავებს, 8 და 9 აპრილს კი სასაფლაოების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს, მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.