ჩხოროწყუში პედაგოგი მოსწავლეს სექსუალურად ავიწროებდა!

2018.03.31 19:23:01
ჩხოროწყუში პედაგოგი მოსწავლეს სექსუალურად ავიწროებდა!

ჩხოროწყუში პედაგოგის მიერ მოსწავლის სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასკოლო

სკოლის გაერთიანების ყოფილი პედაგოგის მიერ მისივე მოსწავლის ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით შიგანან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 141-ე გარყვნილი ქმედების მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა

თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ისჯება.

 

ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი აუდიო ჩანაწერი არსებობს, რომელშიც 70 წლის მამაკაცი 17 წლამდე ასაკის გოგონას ავიწროებს.

 

„ამასთან დაკავშირებით არ ვიყავი საქმის კურსში, სულ 2 დღეა, რაც გავიგე. დეტალები არ ვიცოდი. ქალთა საფეხბურთო კლუბი, ფაქტობრივად, მისი შექმნილია. ბავშვს მე პირადად არ ვიცნობ, ერთადერთი, რაც შემიძლია ამ წუთისთვის გითხრათ, მე აუდიოჩანაწერის რაღაც ნაწილი მოვისმინე ეს არის ამაზრზენი და მიუღებელი. ასეთი ადამიანები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. სამწუხაროა, რომ ამ გოგონამ არც სამართალდამცავებს და არც ჩვენ მოგვართა, თორემ შესაბამის ზომებს აუცილებლად მივიღებდით", - აღნიშნა გოგუამ.

 

მისივე ინფორმაციით, პედაგოგმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა, თუმცა ეს აღნიშნულ ფაქტს არ უკავშირდებოდა. რაც შეეხება მსგავს ფაქტებს, გოგუას მტკიცებით, ამ დრომდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.