როგორ დასრულდა საგურამოში შეცდომით გარემონტებული სახლის ისტორია

2018.03.31 19:13:05
როგორ დასრულდა საგურამოში შეცდომით გარემონტებული სახლის ისტორია

19 მარტს სოცქსელებში გავრცელდა საგურამოში მომხდარი ისტორია. 

 

 

აგარაკზე ჩასულ გაბუნიების ოჯახს, იქამდე გაურემონტებელ სახლში ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მოსწორებული მიწა და სახლამდე მიყვანილი კომუნიკაციები დახვდა.

ისტორიამ ქართული სოციალური მედია მალევე მოიცვა, ადამიანების უმრავლესობას კი აინტერესებდა, როგორ მოაგვარებდნენ მომავალი მეზობლები საკითხს.

 

"სამართლებრივი დავა არ გახდა საჭირო. რისი დემონტაჟიც შესაძლებელი იყო, წაიღეს. დამატებით რაც კომუნიკაციებში და ეზოს მოსწორებაში დაიხარჯა - ანაზღაურდება", - ამბობს სახლის მეპატრონე ქეთა გაბუნია.