უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.03.30 14:02:33
უახლოესი  დღეების  ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერიც.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

31 მარტამდე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე შესაძლებელია 3 - 4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა 1 აპრილამდე შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.